აღდგენითი სამუშაოები უჩამბაში

11 ივლისი 2016, 00:00 3751 ნახვა

ქედასთან შედარებით დიდია ზარალის ოდენობა  შუახევში.  ბოლო ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს 107 ათასი ლარის ზარალი მიადგა. უჩამბის ხეობაში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის აღდგენა დაიწყო. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, მოსახლეობას დღის ბოლოსთვის დროებითი ხიდით სარგებლობა შეეძლება. კაპიტალური ხიდის ასაშენებლად თანხის გამოყოფის მიზნით აჭარის მთავრობას საგზაო დეპარტამენტმა უკვე მიმართა.  სამუშაოებში აღნიშნულ უწყებასთან ერთად ჰესის მშენებელი კომპანიაა ჩართული. გამგებლის თქმით, თანხის ნაწილი ადგილობრივი გამგეობის, ნაწილი კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან  გამოიყოფა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი