გააგრძელებს თუ არა "თეთრი ხმაურის მოძრაობა" საპროტესტო აქციებს - დღეს გაირკვევა. პლატფორმის წევრების თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხის განხილვა ჩიხშია შესული და ისინი მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გადაიხეოს იმ 3000-მდე პატიმრის საქმე, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. დღესვე კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.