თბილისის დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და კრიტიკულია. ხოლო მეორე მოზარდისა და კაცის ჯანმრთელობა ასევე მძიმეა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.
შემთხვევა 19 მაისს მოხდა, მედიკოსების ინფორმაციით, თევზაობის დროს ანკესი სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გამოედო და აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. პაციენტები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში იმავე დღეს გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.