ორი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

19 მაისი 2018, 00:00 1748 ნახვა

2 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ოჯახის მოთხოვნა კვლავ უცვლელია, დაისაჯოს მკვლელობაში ბრალდებული. როგორც, ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს, მოუხედავად იმისა რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ დააყენა მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი, რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე დაუსჯელია.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2017 წლის 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით რუსმა სამხედრომ, კანჯი-ოღლიმ მოკლა.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი