სულხან ევგენიძე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად დანიშნეს

18 მაისი 2018, 00:00 3741 ნახვა

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ახლახან შექმნილ სამმართველოს სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. სულხან ევგენიძე პროფესიით იურისტია. იგი 2014 წელს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იყო, 2014-2017 წლებში კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი