სპორტი მთავარში

18 მაისი 2018, 00:00 1828 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძე დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. ქართველი სეკივაკე, ტურნირის მე-6 დღეს, იაპონელ მესამე მაეგაშირას -  იუტაკაიმას დაუპირისპირდა და მეექვსე გამარჯვება მიითვალა. იუტაკაიმა და ტოჩინოშინი  პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მიმდინარე ბაშოზე  ყველა შეხვედრა წააგო, თუმცა ქართველ ფალავანთან მაინც მძიმე ბრძოლა გამართა. გორგაძეს უპირატესობის მოპოვება გაუჭირდა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლოს კლასის ხარჯზე მაინც დაიჭირა მეტოქე და ეფექტური ცუკიოტოშით დოჰიოს კუთხეში წააქცია.  ტოჩინოშინმა წლის მესამე ბაშოზე 6-ვე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ლიდერი გახდა. თავიანთი შეხვედრები წააგეს ლეგენდარულმა ჰაკუჰომ და გოედომ, შესაბამისად ლევან გორგაძე ახლა ტურნირზე ერთადერთი სუმოტორია, რომელსაც 100%-ანი შედეგი აქვს. ხვალ ქართველის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც ბალანსი თანაბრად 3:3 -ზე აქვს. 

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები უმასპინძლებენ. ცნობილია, რომ ჩემპიონატი ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება. გადაწყვეტილება, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად, 2017 წლის აპრილში წარადგინა. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით, მთის კურორტების განვითარების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, FIშ-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელებისთვის, ქვეყანას რამდენჯერმე ეწვია.

დანიის სუპერლიგაში დარჩენისთვის გამართული პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად დაამარცხა "ლუნგბიუ" 2:1.მორიგი გოლი გაიტანა სუპერსაბად წოდებულმა "რანდერსის" ქართველმა ლეგიონერმა ლობჟანიძემ.  ანგარიში 30-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, მე-60 წუთზე მცველმა კასპერ ენგჰარდტმა მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს, რომლებმაც 90+3-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. განმეორებითი მატჩი 21 მაისს "რანდერსის" მოედანზე გაიმართება.საბას წყალობით რამდენიმე დღის წინ  "რანდერსმა" პლეი-ოფის ნახევარფინალში"ჰელსინგორს"სძლია. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა.

მადრიდული სპორტული გამოცემას ასის ცნობით კატალონიური ბარსელონა ატლეტიკოს თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა და დიდი ალბათობით, გარიგების შესახებ ოფიციალურად უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს. როგორც ასი იუწყება, ამჟამად კატალონიური კლუბი ფრანგ ფორვარდთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს. რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, ბარსელონა მზადაა, გრიზმანის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადოს და კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ატლეტიკოსთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები მოლაპარაკებებზე უარს იტყვიან, ბარსელონას სხვა გზა არ დარჩება და ფეხბურთელის გამოსასყიდად დადგენილ 100 მილიონ ევროს გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიაში გადაბარგებასა და ბარსელონასთან კონტრაქტის გაფორმებას გადაიფიქრებს, ფრანგ ფეხბურთელს კატალონიელებისთვის ჯარიმის სახით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს მხარეებს შორის წინასწარ გაფორმებულ შეთანხმებაშია გათვალისწინებული

ამავე კატეგორიაში