“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს” კვლევა - დეპუტატების შეფასებები

17 მაისი 2018, 00:00 2081 ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან, ამიტომ სია, შესაძლოა, გაცილებით ვრცელი იყოს. “მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს” – წერია განცხადებაში. ჩამონათვალში მოხვდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც, გამართეს, დააანონსეს ან შეუერთდნენ დღეს აქციებს, რომლებზეც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები ისმოდა. 

გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტში.

ამავე კატეგორიაში