მას შემდეგ, რაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაუქმდა. ისინი აქციას ონლაინ სივრცეში აანონსებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ავრცელებს. მათი განმარტებით, ყველა პირი, რომელსაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უნდა, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე ფბ-ის მეშვეობით უნდა "დაჩექინდნენ". (ანუ ამ არეალაში მოინიშნონ თავი.)
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა ჩიხი პოლიციის ლენტებით არის გადაკეტილი.
შსს-მ გუშინ განაცხადეს, რომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აქციების მშვიდობიანად ჩატარებას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ. ცივილიზებული სამყარო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და ლგბტ თემს სოლიდარობას უცხადებს.