წყლის პრობლემა სოფელ ოქრუაშვილებში

17 მაისი 2018, 00:00 1506 ნახვა

ხულოში სოფელ ოქრუაშვლების მოსახლეობა წყლის დაშორების პრობლემაზე საუბრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სოფელში ჰესის მშენებლობისთვის გვირაბი  გაიყვანეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში მერიამ ალტერნატიული წყალი მიიყვანა, თუმცა წვიმის დროს იმღვრევა და სასმელად უვარგისია. ადგილობრივები მერიის და კომპანიის წარმომადგენლებისგან წყლის სანაცვლოდ კომპენსაციას ან ახალი მილის მიყვანას მოითხოვენ.

ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. მერის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მაშინაც არსებობდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში.  გოჩა მელაძის განცხადებით, მიმდინარეობს ვაშლოვანის და ოქრუაშვილების წყლით უზრუნველყოფის პროექტზე მუშაობა. ჰესის მშენებელ კომპანია “აჭარისწყალ ჯორიაში” სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, ხოლო მათ მიერ მოწოდებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია რომ 2017 კომპანიამ მთლიანად დააფინანსა ვაშლოვანი-ოქრუაშვილების სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი. სამუშაოების ღირებულებამ 168 ათას 360 ლარი შეადგინა. მოეწყო საფილტრი სადგური და სასმელი წყლის მაგისტრალი.

ამავე კატეგორიაში