კანონპროექტის ავტორები ცენზურას გამორიცხავენ

16 მაისი 2018, 00:00 1842 ნახვა

სასამართლოს შესაძლოა მიანიჭონ უფლება, განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტშია საუბარი. ეკა ბესელია ცენზურას გამორიცხავს და ამბობს, რომ კანონი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან.

თუმცა სწორედ გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნას ხედავენ კანონპროექტში მესამე სექტორის წარმომადგენლები. პროექტთან დაკავშირებით განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გაავრცელა. აცხადებენ, რომ “როგორც კონსტიტუციის მოქმედ ნორმაში, ასევე ახალ რედაქციაში, საუბარია კონკრეტული პირის უფლების შელახვაზე, რაც გულისხმობს ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებასა და ასევე ადამიანის სხვა ძირითად უფლებებს. ასეთ შემთხვევაში პირს დღესაც აქვს უფლება უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ პროექტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი