შს სამინისტროში ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრა შაბათამდე გაიმართება

16 მაისი 2018, 00:00 1853 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოპოლიტიკიკაზე სამსჯელოდ შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები პროცესში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ჩართვას ითხოვენ და როგორც ამბობენ, ამაზე სამინისტროსგან თანხმობა უკვე მიიღეს. მოძრაობამ ასევე მოითხოვა განხილვაში განათლების მინისტრი ჩაერთოს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ მოძრაობამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია გუშინდელ შეხვედრაზეც, აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბებში სპეცრაზმის შესვლა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და დაცვის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან აცილებით გაამართლა. მათივე თქმით, სამინისტრო არ მიიჩნევს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაირღვა. ხალხის პოლიციის კორდონებით ხელოვნურად განცალკევებას ისინი გზის გადაკეტვის თავიდან აცილების მიზნით ხსნიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი