ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოს არავინ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გუნდში მიდის აქტიური განხილვა და კონსესუსს აუცილებლად მიაღწევენ.