საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა - ამ საკითხებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ''Jamestown''-ის ფონდის წარმომადგენლებთან.
ფონდის გლობალური კვლევებისა და ანალიზის დირექტორთა საბჭოს წევრები რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და რეგიონული უსაფრთხოების შეფასების მიზნით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ.