საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს. გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა სიმბოლურად ყვავილებით ციფრი 100 გამოსახეს..
კვირეულს ბათუმის საბავშვო ბაღებიც შეუერთდნენ. მოეწყო გამოფენები და ფლეშმობები. აღსაზრდელებმა მოხატეს ეზოები. ქალაქის ტერიტორიაზე 100 ძირი ხე დაირგვება. ღონისძიებები ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება.