ათობით პირი დააკავეს 12 მაისის ღამეს, ასევე გუშინ აქციაზე, ძირითადად ხულიგნობის მუხლით, ისინი სასამართლომ დააჯარიმა. ერთ-ერთი მთავარი კი რა თქმა უნდა 8 ბრალდებულია, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან. მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. სწორედ ამ პირების დაკავების ვიდეო -კადრები გაავრცელა შსს-მ სპეცოპერაციის შემდეგ. ასევე სპეცოპერაციის შემდეგ თქვა სახალხო დამცველმა, რომ არცერთი მათგანი არაა დაკავებული უშუალოდ ოპერაციის პროცესში.
საქმეებში არიან მოწმეებიც, რომლებმაც საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ცნობისთვის ადვოკატებს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად მათ არ აქვთ უფლება ისაუბრონ საქმის დეტალებზე. ერთ-ერთი ბოლო ახალი ამბავი პროკურორის განცხადებაა, რომელმაც თქვა, რომ ჯერ დასადგენია ვისგან იძენდნენ ნარკოტიკებს ბრალდებულები.