აღმკვეთი ღონისძიება

13 მაისი 2018, 00:00 1773 ნახვა

ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მათი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს 12:00 საათისთვის მიმართავს. პროკურატურის ინფორმაციით, რვავე დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის ნინო ლალიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიღმის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ის დააკავეს. ჩხრეკისას მას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა. დაცვის მხარე მოითხოვს გირაოს ან აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ამავე კატეგორიაში