ფოტო: Natia Kirchkheli
8 მაისს, დაუდგენელმა პირებმა ბათუმი-თბილისის მატარებელი მოხატეს.
დილით მისულ მგზავრებს, მატარებელის მეოთხე ვაგონის კედელზე "streetart"-ი დახვდათ.
ფაქტით შეშფოთებულმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, ფაქტს ვანდალური უწოდა და საქმის გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.