ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქობულეთის სასპორტო სკოლაში ძიუდოში ტურნირი გაიმართა. შიდა პირველობის შეჯიბრში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები 6 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ სიგელები და თასები გადაეცათ. ტურნირი ტრადიციულია და ყოველწიურად 9 მაისს იმართება.