''გეორგიევსკის ლენტები'' მსვლელობაზე და ბათუმელების ნაწილის პროტესტი

09 მაისი 2018, 00:00 2875 ნახვა

ე.წ. გეორგიევსკის ლენტისა და საბჭოთა სიმბოლიკების გამო დღეს ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ. უკვდავი პოლკის მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც საბჭოთა სიმბოლიკებით გადაადგილდებოდნენ ქალაქში მოქალაქეთა ნაწილი მოუწოდებდა დაეცვათ საქართველოს კანონი და  ლენტები მოეხსნათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, ისინი აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენების ფაქტს ემიჯნება. დაპირისპირება მოხდა ვაკის პარკშიც. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვსი სამი პირი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი