ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. პარალელურად ორთაბათუმის ცენტრში ახალი მემორიალი გაიხსნა. გამარჯვების დღეს სკოლის მოსწავლეების კონცერტი მიეძღვნა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ქედაში. საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. დღეს 1941-1945 წლების ისტორია გაიხსენეს და შეკრებილებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ომში ქედიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.