შუახევში მუნიციპალიტეტის ეზოში მოსაწევი ადგილი გამოიყო

08 მაისი 2018, 00:00 3835 ნახვა

შუახევის მერიის ეზოში მოსაწევი ადგილი გამოიყო.  კანონი ღია სივრცეში თამბაქოს მოწევას არ კრძალავს.

"მოსაწევი ადგილი" გამაფრთხილებელი წარწერა ხეზეა მიმაგრებული, რომლის გვერდით ურნაა განთავსებული. მწეველებს თამბაქო ნამწვავებით გარემოს დაბინძურების შანსი აღარ ექნებათ.

 

საქართველოს თამბაქოს მოწევა დახურულ სივრცეებში 1 მაისიდან აიკრძალა. შეზღუდულია შენობებში მოსაწევი ადგილების გამოყოფაც.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი