საქართველოს 3 მოქალაქის სექს-ტრეფიკინგის გამო, თურქეთში 18 ადამიანი დააკავეს

07 მაისი 2018, 00:00 3301 ნახვა

საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის ბრალდებით, თურქეთში 18 პირი დააკავეს.  ორგანიზებული ჯგუფის წევრები, პოლიციამ  ადანის პროვინციაში აიყვანა. 

Haberturk-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 300-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა სამი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი და ფული ამოიღეს.

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს სამი მოქალაქე, ადანის პროვინციაში ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს. ახალგაზრდა ქალებს დაქორწინებას დაპირდნენ, ადგილზე ჩასულებს კი პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

სამივე ქალი გათავისუფლებულია, ისინი ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს. იგეგმება მათი საქართველოში დეპორტაცია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი