სამორინეს შესაძლო გახსნას აპროტესტებენ სარფში. ადგილობრივები ხელისუფლებას კაზინოს ადგილმონაცვლეობაში დახმარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ დაუშვებელია.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ ტერიტორიაზე გამაჯანსაღებელი ან სხვა სახის დაწესებულება გახსნან. ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე სამორინეს გახსნა ჯერ -ჯერობიტ გადაწყვეტილი არ არის. მერის მოადგილე აცხადებს, რომ თუკი კანონმდებლობის დარღვევა დაფიქსირდება, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.