სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა - ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს. კიბერშეტევამ კომპიუტერული ბაზები, ორი დღის წინ, 2 მაისს, დააზიანა.
"კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge;
საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება" - წერია განცხადებაში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე.