ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას.
უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას.
სინქრონი