უკვე მეორე დღეა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო. ამასთან სწორედ მეორე დღეა შეიმჩნევა რიგები სარფში. ათეულობით წელია მეზობელ ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელი არაერთი საქართველოს მოქალაქე გადადის.
ასე ხდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წელს პირველად საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება საკუთარი, შრომითი უფლებების დასაცავად თურქეთში, გასულ წელს ამოქმედებული კანონით ისარგებლონ და მეზობელ ქვეყანაში ლეგალურად დასაქმდნენ. რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო და რამდენად ხშირად მიმართავენ მოქალაქეები ლეგალურ გზას?