ხახულის ქუჩაზე წყლის მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგებაში შეზღუდვებია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, 15-დან 17- სთ-მდე, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.
შეზღუდვები სამუშაოების დასრულების შემდეგ მოიხსნება.
ინფორმაციას კომპანია ‘’ბათუმის წყალი’’ ავრცელებს.