ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში ისტორიული სახლის დემონტაჟი ნებართვის გარეშე მოხდა

02 მაისი 2018, 00:00 2361 ნახვა

ისტორიული სახლის ნგრევა. ბათუმში, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის დემონაჟი ნებართვის გარეშე მოხდა. ერთსართულიანი სახლი კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ეროვნულ სააგენტოში იყო წარდგენილი.

ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, მესაკუთრემ ნაგებობა თვითნებურად, მერიასთან შეუთანხმებლად დაანგრია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას არ აქვს, შეჩერებულია სამუშაოები, უკანონო დემონტაჟისთვის კი კომპანია ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ~გეოგრაფიკის~ რეკომენდაციით, ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად პროცედურები მიმდინარეობდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი