''ქართულმა ოცნებამ'' ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მირიან ქათამაძე აირჩია

01 მაისი 2018, 00:00 2117 ნახვა

''ქართულმა ოცნებამ” საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქობულეთშიც  მუნიციპალიტეტის მერი აირჩია. მირიან ქათამაძემ ამ პოსტზე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე  სულხან ოქროპირიძე ჩაანაცვლა. დღესვე საოლქო ორგანიზაციის ბიუროც აირჩიეს, მათ შორის არიან ქობულეთის მაჟორიტარები კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე. ბიუროს წევრები ასევე გახდნენ ნაილე ლაზიშვილი, გიორგი გოგიტიძე და გელა გოგიტიძე, რომელიც ბიუროს წევრი მეორედ გახდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი