ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე ვერ ჩააქრეს 

01 მაისი 2018, 00:00 1600 ნახვა

ბორჯომში, საკირის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ. ხანძრის კერებამდე მისასვლელად გზა უნდა გაიჭრას. ამ ეტაპზე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ინფორმაციას ტელეკომპანია ''ბორჯომი'' ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის. მათივე თქმით, ამ ეტაპზე, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვა არ იგეგმება.

საკირის ტყეში ცეცხლი, გუშინ, 30 აპრილს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ამავე კატეგორიაში