24 საათზე ნაკლები რჩება დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვის ამოქმედებამდე. ხვალიდან მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ტაქსიში და ზღვაში გასასეირნებელ საშულებებში.
კანონდარღვევისთვის პირველ ჯერზე ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა ასი ლარია, იურიდიული პირისთვის კი ათასი.