ციხისძირში ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

30 აპრილი 2018, 00:00 2298 ნახვა

ინციდენტი მოხდა გამთენისას ციხისძირში, სადაც, ხის გადატანის გამო,   ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.  
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ხეების გადატანისას დაპირისპირება მათსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მოხდა. ქაფურის ხეების ციხისძირიდან ბარჟამდე მიტანას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებდა. ადგილზე მათ “ქართული ოცნების” აქტივისტები დახვდნენ. ციხისძირში იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა შავიშვილიც.

ნაცემები არიან ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წევრები. მათ შორის ნოდარ დუმბაძე და ბონდო თედორაძე. მათ პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.

სამართალდამცველებს, ინციდენტის შედეგად, არავინ დაუკავებიათ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი