პრეზიდენტი: ''უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა''

28 აპრილი 2018, 00:00 1779 ნახვა

"შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. "-ეს პრეზიდენტის სიტყვებია.

გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა. როგორც აღნიშნავს: "ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის.

უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, ისე რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე."-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი