“დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის – სასკოლო კლუბების ქსელი საქართველოში” პრეზიდენტის სარეზევრო ფონდით მხარდაჭერილი პროექტი სკოლებში საკლუბო საქმიანობისა და სასკოლო დებატების განვითარებას ისახავს მიზნად.
იგი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება და ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიან პერიოდში მიმდინარე პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას ისეთი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება.