დაზიანებული აიდი ბარათი და უარი საზღვრის კვეთაზე

28 აპრილი 2018, 00:00 5020 ნახვა

პრობლემები სარფის საბაჟოს საზღვრის კვეთისას. მოქალაქე აცხადებს, რომ თურქულ მხარეს მებაჟემ აიდი ბარათი დაუზიანა და ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცა. რა გახდა საზღვრიდან უკან გამობრუნების მიზეზი მისთვის უცნობია, რადგან მებაჟეს არაფერი განუმარტავს.

გოჩა შერიფაძის თქმით,  პირადობის დამადასტურებელი მოწმობას მოქმედების ვადა ჰქონდა და ქართულ მხარეს კონტროლი უპრობლემოდ გაიარა. საკითხთან დაკავშირებით ბათუმში თურქეთის საკონსულოს დავუკავშირდით, თუმცა აქ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი