ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. იგი პირველი სექტემბრისთვის ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა სწორედ აქ უნდა გაიმართოს.
ყინულის სასახლის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ობიექტი დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დაათვალიერა.