აჭარაში არსებული დაცული ტყეები შესაძლოა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდეს. აჭარაში მდგრადი მეტყევეობის განვითარების პროექტით ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის რეგიონალურ კონფერენციაზე უცხოელი სპეციალისტები დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე მუშავდება პროექტი, რომელიც აჭარაში დაცული ტერიტორიების მიღმა დარჩენილი ტყეების მართვას ეხება.