რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯის ინიციატივა

25 აპრილი 2018, 00:00 2464 ნახვა

საკანონმდებლო ინიციატივა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ, რელიგიური კონფესიების წარმომადგელებისა და არასამთავრობო სექტორის განხილვის მთავარი თემაა. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პროექტი გადამუშავდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება. პატრიარქის მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს კანონპროექტის მიღებას, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება გაკეთდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი