ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გასახლებას ან ადგილზე ინვესტორის შესვლას სთავაზობენ

25 აპრილი 2018, 00:00 2625 ნახვა

განახლებული:

 

გუშინ, ბაქოს 46 ნომერში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. ზურაბ პატარაძე ოჯახებს ორ ალტერნატივას სთავაზობს. შესაძლებელია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მთავრობის შუამდგომლობით  ინვესტორი შევიდეს და საცხოვრებელი სახლი ააშენოს, სადაც ეს დაზარალებულები შესახლდებიან

მეორე შეთავაზება კი მერიის საბინაო ფონდიდან ქალაქის  სხვადასხვა უბანში მათთვის ბინების გადაცემას გულისხმობს. დაზარალებულებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი შეთავაზებაა მათთვის მისაღები. 

''ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობა გავიყვანოთ და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ბათუმის მერია დაზარალებულებს ქირით გაიყვანს. ამავდროულად, ჩვენ ვიფიქრებთ კომპენსაციაზეც. ასევე არ არის გამორიცხული, ინვესტორ კომპანიების წინადადებებიც განვიხილოთ. თუ მოსახლეობის ნება იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ჩავერთვებით ამ პროცესში. შესაძლებელია, აქ განთავსდეს ახალი თანამედროვე კორპუსი და შესაბამისად დაკმაყოფილდეს მოსახლეობა.სხვადასხვა ვარიანტები იყო დღეს მათთვის შეთავაზებული. რათქმაუნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებუს გათვალისწინებით'' - განაცხადა ზურაბ პატარაძემ

ხანძარი ბაქოს ქუჩაზე გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი კი დაზიანდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი