განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასევე საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყება მუშაობა საფრანგეთის უნივერსიტეტებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრების დაარსების შესახებ.