28 ვაკანსია ბათუმის მერიაში

23 აპრილი 2018, 00:00 8103 ნახვა

ბათუმის მერია 28 პოზიციაზე კონკურს აცხადებს. საჯარო მოხელეთა ​ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 20 აპრილს გამოცხადდა. ინფორმაცია ბათუმის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.

მერიაში დასაქმებულთა მსურველებმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი 30 აპრილამდე უნდა შეიტანონ. (დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საიტზე: www.hr.gov.ge. (გახსენით ლინკი))

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე,  www.hr.gov.ge ატვირთული მოთხოვნილი დოკუმენტების საფუძველზე კანდიდატებს შეარჩევენ, მეორე ეტაპზე კი  დამატებით ტესტირება ჩაუტარდებათ და გასაუბრებას გაივლიან.

ტესტირებისა და გასაუბრების დროს,  კანდიდატებს კომისიის წევრები ქულებს მიანიჭებენ. მაქსიმალური შეფასების ქულა 60-ია. ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატები გამარჯვებულად გამოვლინდებიან. 

ბათუმის მერიამ რეორგანიზაციის შემდეგ კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა:

1.      საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილების უფროსი  - 1 ვაკანსია

2.      ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  - 1 ვაკანსია

3.      მოქალაქეთა საკითხების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 ვაკანსია

4.      სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3 ვაკანსია

5.      ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საქალაქო მუნიციპალური სერვისების და ორგანიზაციების კოორდინაციის უფროსი სპეციალისტი - 1 ვაკანსია

6.      მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი -1 ვაკანსია

7.      პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 5 ვაკანსია

8.      განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - 2 ვაკანსია

9.      ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი - 1 ვაკანსია

10.  ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  - 1 ვაკანსია

11.  ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  - 3 ვაკანსია

12.  ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 3 ვაკანსია

13.  ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია

14.  ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 ვაკანსია

15.  სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 1 ვაკანსია

16.  მერიის შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 ვაკანსია

ამავე კატეგორიაში