მადლობის სიგელები ავღანელ სამხედროებს

22 აპრილი 2018, 00:00 1176 ნახვა

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მოტორიზებული პატრულირებისას და სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ქართულ ქვედანაყოფთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სისტემატურად უტარებენ.

ამავე კატეგორიაში