გარბენი “ ნატოს თასი“

22 აპრილი 2018, 00:00 1888 ნახვა

ნატოს დღეების ფარგლებში 6 მაისის პარკში "ნატოს თასის გარბენი" გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორცმენები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. ნატოს დღეები საქართველოში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ნატოს დღეები  საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დღეს  საღამოს 19 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი აჭარის თვითმმართველობების, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი