მარათონის გამარჯვებული კენიელი სპორტსმენი გახდა

22 აპრილი 2018, 00:00 1851 ნახვა

დაშავებულების გარდა იყვნენ გამარჯვებულებიც. ბათუმის ღამის მარათონის გამარჯვებული   კენიელი  კიმუტაი კიმლიმო   გახდა.  მან 21 კილომეტრიანი დისტანცია დაახლოებით ერთ საათში დაფარა. მესამე ადგილზე კი  გარბენის  ქართველი მონაწილე დავით ხარაზიშვილი გავიდა. 

ორგანიზატორების განცხადებით,  მსგავსი მასშტაბური მარათონი ზღვისპირა ქალაქში პირველად ჩატარდა და მასში 32 ქვეყნიდან 800- მდე  სპორტსმენი მონაწილეობდა.  გარბენი ახალი ბულვარიდან დაიწყო და ქალაქის რამდენიმე  ცენტრალური ქუჩა მოიცვა.  საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დააჯილდოვეს, საღამო ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი