ბათუმის მარათონის დროს 2 ადამიანი დაშავდა

22 აპრილი 2018, 00:00 1771 ნახვა

საერთაშორისო მარათონის დაწყებისას შუახნის ქალი დაშავდა. ის სტარტის ხაზთან დაეცა, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 'მედცენტრში'' გადაიყვანა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს მას დაზიანებები სახის არეში აქვს, უკვე მარათონის მსვლელობისას   კიდევ ერთ მონაწილეს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

25 წლის კაცი, 21 კილომეტრიანი გარბენის დაახლოებით  მე-16 კილომეტრზე, შეუძლოდ გახდა. მას  გამოკვლევები ჩაუტარდა, როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას მზარდი ჰიპოთეზია აღენიშნება, გამოხატული იყო ამნეზია და კოორდინაციის მოშლა,  ცნობიერება ჰქონდა დაბინდული. ორივე მათგანი კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი