რეგიონში "ჯანმრთელობის ტურიზმის“ განვითარების საკითხებზე იმსჯელეს კონფერენციაზე. ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ჯანდაცვის კუთხით ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.