ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ''ბათუმელებმა'' გაავრცელეს.