ხვალ, 21 აპრილს, ღამის მარათონთან დაკავშირებით, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება. შეზღუდვები 19:00 საათიდან ამოქმედდება და ღონისძიების დასრულების შემდეგ მოიხსნება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ‘’THE GREAT BATUMI NIGHT RACE”-თან დაკავშირებით მოძრაობა აიკრძალება:
შერიფ ხიმშიაშვილისა და შოთა რუსთაველის გამზირებზე,
გოგებაშვილის ქუჩაზე (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე),
პორტის შესახვევთან.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე).
მერაბ კოსტავას ქუჩაზე (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);
რევაზ კომახიძის ქუჩაზე (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);
ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);
ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);
მემედ აბაშიძის გამზირზე (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ( მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე) ;
გმირთა ხეივანში (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);
აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);
ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).’’
ბათუმში ღამის მარათონი პირველად იმართება. ღონისძიება მიზნად სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას ისახავს. მარათონში პროფესიონალი სპორტსმენები და ასევე მოყვარულები მიიღებენ მონაწილეობას.