გარემოს დაცვის ინსპექცია ბათუმის მერიას სააპელაციო სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ქალაქში არსებულ დანაგვიანებულ ტერიტორიებს, რომლის დასუფთავებისთვისაც ინსპექციამ ადგილობრივ მთავრობას ვადა მისცა, მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ კი სასამართლოს მიმართა.
საქალაქო სასამართლოში საქმე მერიის სასარგებლოდ გადაწყდა, ინსპექცია კი კვლავ პირვანდელ პოზიციას იჭერს და მერიისთვის სანქციის დაწესებას მოითხოვს. რა პასუხი აქვთ ადგილობრივ მთავრობაში, რა ტერიტორიებზეა საუბარი და რატომ არ გააქვთ კონკრეტული ქუჩებიდან სხვადასხვა ნარჩენი გასული წლიდან დღემდე?