აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების პროგრამა გააცნეს.
პროგრამის მიხედვით, სტუდენტებს მეორადი პროფესიების დაუფლების საშუალება მიეცემათ. მასში ჩართვა, რეგიონში მოქმედი სასწავლებლების 50 სტუდენტს შეეძლება. რეგისტრაცია 23 აპრილიდან იწყება.